пятница, 17 октября 2008 г.

მათემატიკა ჩვენს გარშემო


1. პროექტის სახელი: მათემატიკა ჩვენს გარშემო.
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები იკვლევენ მათემატიკის როლს მოსწავლეთა და სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებაში.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის კვლევა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით: ა) მათემატიკის გამოყენება ჩემი და ჩემი გარემოცვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. (თვითდაკვირვება, დაკვირვება სხვებზე, ინტერვიუები, ფოტოგადაღებები). იკვლევენ, რომელ მათემატიკურ ჩვევებს ფლობენ ადამიანები. ბ) მათემატიკის გამოყენება ზოგადად, სხვადასხვა პროფესიის ადამინთა ცხოვრებაში. (ინტერნეტი, პრესა, ინტერვიუები, წიგნები). გ)მათემატიკური სტატისტიკა. (დაკვირვება, გრაფიკების, ცხრილებია და დიაგრამების აგება). დ) მათემატიკის როლის მოძიება ისტორიულ წყაროებში: მათემატიკის მნიშვნელობა გლეხკაცის ცხოვრებაში. (საქრთველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული ძველი სიგრძისა და წონის ერთეულები, ფართობის გამოკვლევა, მოძიება და მათი დღევანდელ ერთეულებთან შედარება).
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12-14, 15-18.
5. ვადები ხანგრძლივობა: 2-3 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სტატისტიკის განხორციელება კლასში: დიაგრამების აგება, მასალების მოძიება ინტერნეტის გამოყენებით, ინტერვიუს აღების მეთოდით საკითხში ჩაღრმავება, დისკუსიის გამართვა, ბლოგების შექმნა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან ინტერვიუს აღებას, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. პროდუქტები: ფოტოალბომი, პრეზენტაცია, ფოტოების გამოფენა, დიაგრამების, ცხრილების, გრაფიკების აგება, ბლოგები შექმნილი მასალის მიხედვით.
8. სარგებელი სხვებისთვის: მათემატიკის პრაქტიკული გამოყენება და უნარ-ჩვევათა გამომუშავება მოსწავლის მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მშობლიური ენისა და ლიტერატურის როლი, მისი ცოდნის აუცილებლობა მოსწავლის მიერ სხვადასხვა პროფესიის ადამიანისაგან ინტერვიუს წერისას.
ისტორია - გაეცნობიან ძველად ხალხს რა კავშირი ჰქონდათ მათემატიკასთან და მათემატიკის როლს ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
გეოგრაფია - სხვადასხვა კუთხის და სხავდასხვა ქვეყნის ხალხის საზომი ერთეულების გამოკვლევა.
უცხო ენა - ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება და გადათარგმნა.
ისტ - განხორციელება ხდება ინფორმაციულ-ტექნოლოგიების გამოყენებით.
11.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: დარეჯან ტატუაშვილი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:
darejantatu@gmail.com
14.
პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი: